აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „სტამბასთან“ ქატო დაყარეს [ფოტო]
აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „სტამბასთან“ ქატო დაყარეს [ფოტო]

აქციის მონაწილეებმა სასტუმრო „სტამბასთან“ ქატო დაყარეს. მათი თქმით, ყველა სტუმარს დახვდებიან ისე, როგორც იმსახურებენ.

აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. ადგილზე ისმის საქართველოს ჰიმნი და შეძახილები რუსულ ენაზე, რომელითაც რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერსა და მის სტუმრებს საქართველოდან წასვლისკენ მოუწოდებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმრო „ვინოტელიდან“ „რუმს ჰოტელთან“ გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს.

მანამდე, აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.