სასტუმრო „რუმს ჰოტელს“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს
სასტუმრო „რუმს ჰოტელს“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს

აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სასტუმრო „ვინოტელიდან“ „რუმს ჰოტელთან“ გადაინაცვლეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების ყოფნას მთელი ღამის განმავლობაში გააპროტესტებენ. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები ესროლეს.

მანამდე, აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

დატოვე კომენტარი