აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომელიც იუსტიციის სახლთან აგრძელებს პროტესტს, საავტომობილო გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეებმა ხიდის რეკონსტრუქციისთვის მოწყობილი მოაჯირები, სკამები მოშალეს და გზის სავალი ნაწილი ჩახერგეს.
მანამდე, იუსტიციის სახლთან გადანაცვლებული აქციის მონაწილეები გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ, რასაც მძღოლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და რამდენიმე შემთხვევაში სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.