აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა, ისინი გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან [ვიდეო]

აქციის მონაწილეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა და იქ აგრძელებს პროტესტს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები გამვლელ ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლიან, რასაც ავტომობილების მძღოლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და რამდენიმე შემთხვევაში სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამასთან, პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზეც, სადაც აქციის მონაწილეები, უკვე რვა საათია, იმყოფებიან. პარლამენტის შენობასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.