აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე, ნაწილი კი – კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე.
გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.