აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზა გადაკეტეს

19:47, 02.05.2024

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს. ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი იმყოფება თამარ მეფის ხიდზე გადასასვლელ მონაკვეთზე, ნაწილი კი – კოსტავას ქუჩიდან ჩამომავალ გზაზე.

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მსგავსი