საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ტრიბუნა დაატოვებინეს.
სიტყვით გამოსვლისას ვაშაძემ განაცხადა, რომ არ უნდა გაჩერდნენ.
„ესენი აპირებენ ინდივიდუალურ ანგარიშსწორებას. ეს ჩვენ არცერთ შეთხვევაში არ უნდა დავუშვათ. თქვენ ხართ გმირები და ახალგაზრდები. არ უნდა გავჩერდეთ. ხალხის დაჭერას აპირებენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რის შემდეგაც მას მიკროფონი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გამოართვა და მიმართა: „არა, პოლიტიკოსები აღარ ხართ ჯექსონები, მორჩა“.
„თქვენი ჯექსონობა მორჩა, ყველა პარტიიდან, დიდი ბოდიში. აღარ გელოდებით. ახლა ხელოვნებისა და სიყვარულის დროა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ვაშაძეს უწმაწური სიტყვებითაც მიმართა.