აქციის მონაწილეებმა დეპუტატ რევაზ არველაძეს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს [ვიდეო]
საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ რევაზ არველაძეს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
რევაზ არველაძე ტერიტორიას უკვე ტოვებს. მას აქციის მონაწილეები „მონას“ უწოდებენ და სასტვენებით აცილებენ.
აქციის მონაწილეებმა რევაზ არველაძეს მოუწოდეს, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მოსთხოვეს პასუხი, რატომ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაზე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.
პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეების მიერ პიკეტირებულია.