აქციის მონაწილეებმა დეპუტატ რევაზ არველაძეს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს [ვიდეო]

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს, დეპუტატ რევაზ არველაძეს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

რევაზ არველაძე ტერიტორიას უკვე ტოვებს. მას აქციის მონაწილეები „მონას“ უწოდებენ და ​სასტვენებით აცილებენ.

აქციის მონაწილეებმა რევაზ არველაძეს მოუწოდეს, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა. ასევე, მოსთხოვეს პასუხი, რატომ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაზე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეების მიერ პიკეტირებულია.