აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავა [ვიდეო]

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავება აქციაზე შეშის შეტანის საკითხზე შელაპარაკება მოჰყვა.

დეპუტატების დაკავება დაადასტურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ. მისი თქმით, დეპუტატები „წალმის გამო დააკავეს“.

ამასთან, გიგი უგულავას ინფორმაციით, გიგა ბოკერიასა და თენგიზ გუნავას გარდა, დაკავებულია აქციის კიდევ ორი მონაწილე.