აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან [ფოტო]
19:20, 25.11.2019
თბილისში ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ასევე რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველის გამზირის გავლით, მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა.
როგორც მსვლელობის დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით.
მსვლელობის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ დღეს საღამოს აქცია გაიმართება, ხოლო ხვალ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება არის დაგეგმილი.
ხვალ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა უნდა გაიმართოს.