აქციის მონაწილეები ნათია თურნავასა და სოზარ სუბარს ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ განხილვაში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ
ლენტეხში ჰესის „ხელედულა 3“ -ის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ნათია თურნავასა და სოზარ სუბარს იმ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, სადაც ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განხილვა უნდა გაიმართოს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.
ლენტეხში ჰესის „ხელედულა 3“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია დილიდან მიმდინარეობს.