ლენტეხში ჰესის „ხელედულა 3“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს 
ლენტეხში ჰესის „ხელედულა 3“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს 

ლენტეხში ჰესის „ხელედულა 3“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

„ჰესი არ აშენდება. არ დავუშვებთ, დავტოვოთ სახლ-კარი და აქედან გავსახლდეთ. ჩვენ ხატზე ფიცი დავდეთ, რომ ჰესს არ ავაშენებინებთ და ეშინოდეთ, – განაცხადა აქციის მონაწილე სოფელ ლესემას მკვიდრმა, ცისანა გაზდელიანმა.

ლენტეხში დღეს ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განხილვა უნდა მოეწყოს, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან, შენობასთან, რომელშიც განხილვა უნდა ჩატარდეს, ადგილობრივები შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ განხილვის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. მათ პოლიციას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.