აქციის მონაწილეები მერიის წარმომადგენლებს პარლამენტის წინ ბატუტის გაშლის საშუალებას არ აძლევენ [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მერიის წარმომადგენლები ბატუტის დამონტაჟებას ცდილობენ, რის საშუალებასაც აქციის მონაწილეები არ აძლევენ.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები.
ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების აღებას და საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟებას აპროტესტებენ.
პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათის წინ აიღეს, რის შემდეგაც ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წევრები მივიდნენ.
სამართალდამცველებთან დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ ადგილიდან რამდენიმე პირი გაიყვანა. თუმცა, ჯერ უცნობია, ისინი დააკავეს თუ ტერიტორიას განარიდეს.