აქციის დაშლისას დაშავებულთაგან ორი პაციენტი რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაშავებულთაგან ორი პაციენტი რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს, – ამის შესახებ რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ორივე პაციენტი ინტენსიური მოვლის პალატაში იმყოფება.
„რამოდენიმე დღეა, ორივე მოხსნილია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან, არიან სპონტანურ სუნთქვაზე ყოველდღიურ დინამიკაში მათი მდგომარეობა უმჯობესდება და არიან კონტაქტურები. სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში განიხილება მათი პალატაში გადაყვანის საკითხი“, – განაცხადა ნუცუბიძემ.