აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ერთ-ერთ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ამის შესახებ თბილისის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ფრანგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ხულოგნობაში მონაწილეობას გულისხმობს.
„მას პროკურატურა ედავება კონკრეტულად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დაკავების საფუძველი იყო კადრები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზურა ბუდაღაშვილის გვერდში მყოფ ადამიანს ესხმოდნენ თავს სპეცრაზმის წარმომადგენლები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გაყავს ადამიანები ტერიტორიიდან და სპეცრაზმელებს მოუწოდებს დაშოშმინებისკენ. ამის გამო აქვს ადამიანს ასეთი ბრალდება წარდგენილი”,- განაცხადა გიორგი ფრანგიშვილმა.
პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავა.