აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 16.8%-ით გაიზარდა
აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 16.8%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აპრილში საქართველოს 596,703საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 85,960-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8%)-ია.
ჩოგოვაძის განცხადებით, აპრილში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 278,032შეადგინა, რაც 55,476-ით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%). 2018 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+43.4%),თურქეთიდან (+29.2%), სომხეთიდან (-6.9%), და ირანიდან (+98.5%) განხორციელდა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილის თვეში გამოირჩეოდნენ:ესტონეთი +83%, ლატვია +82.6%, პოლონეთი +37.3%, გაერთიანებული სამეფო +33.6%, ნიდერლანდები +29.1% და საფრანგეთი +24.7%.განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +98.5%, ქუვეითი +80.9%, ჩინეთი +62%, რუსეთი +43.4%, ისრაელი +28%. 2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 282,544-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.9%)-ია”, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, იანვარი-აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 937,370 შეადგინა, რაც 200,409-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%)
2017 წლის IV კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 577მილიონ დოლარს (ზრდა +19.9%), რაც 96 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.
“დაახლოებით 17 პროცენტია მატება საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით და უკვე 25 პროცენტიანი მატება არის იმ ტურისტების მიმართულებით, რომლებიც 24 საათითა და მეტით ჩერდებიან ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისა და კერძო სექტორის მიმართ არის, რომ ველოდებით ძალიან წარმატებულ და დატვირთულ სეზონს. შესაბამისად, მთელი ქვეყანა უნდა მოვემზადოთ, რათა ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს უცხოელ ტურისტებს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
რაც შეეხება შემოსავლებს გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს.
“2016 წელს ჩვენ პირველად აღვნიშნეთ ის წელიწადი, როდესაც 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს 2 750 000 000 აშშ დოლარი იყო, 2018 წელს გვექნება პირველი წელი, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გადააჭარბებს 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.