AP - პანამაში ტრამპის სასტუმროს მფლობელები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტის კომპანია და სახელი მენეჯმენტს ჩამოაშორონ
პანამაში ტრამპის საერთაშორისო სასტუმროს მფლობელები ცდილობენ, ამერიკის პრეზიდენტის კომპანია და სახელი მენეჯმენტს ჩამოაშორონ, – ამის შესახებ Associated Press წერს.
70-სართულიანი სასტუმრო, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, ტრამპის საერთაშორისო ქსელიდან პირველი იყო. კომპლექსმა, რომელიც საცხოვრებელ ბინებსა და კაზინოს მოიცავს, ტრამპს 30-დან 50 მილიონამდე მოგება მოუტანა.
სასტუმროს მენეჯმენტმა ტრამპის ორგანიზაციის დირექტორების მართვიდან ჩამოშორების საკითხი ოქტომბერში დააყენა. მათი განცხადების მიხედვით, პრობლემა მართვის მიდგომებში იყო.