ანზორ ჩუბინიძე - ძიუდოს არავითარი მფარველობა არ სჭირდება, ეს ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია
ანზორ ჩუბინიძე - ძიუდოს არავითარი მფარველობა არ სჭირდება, ეს ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია

ძიუდოს არავითარი მფარველობა არ სჭირდება, ეს ჩვენი ქვეყნის მონაპოვარია, – ასე უპასუხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ პირველი არხის კითხვას, რომელიც შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძიუდოს ფედერაციაში დავით ქევხიშვილს მფარველობდა.

როგორც ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, ძიუდოს საკითხს ძიუდოისტები გადაწყვეტენ.

„ძიუდოს ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ. ძიუდოს არავითარი მფარველობა არ სჭირდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი. ძიუდოისტები ძიუდოს საკითხს გადაწყვეტენ. დავით ქევხიშვილი ჩემი ახლო მეგობარია. ვცდილობდი, რომ მაქსიმალური დისტანცირება მქონოდა. ძიუდოს წარმომადგენლები ძიუდოს მიხედავენ და ამის საშუალება მივცეთ”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.