ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსით ინფიცირებული დაცვის თანამშრომელი სდსს-ში მუშაობს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პირი პირად დაცვაში არ მუშაობდა.
ჩუბინიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ სხვა დეტალები განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და ამაზე ვერ ისაუბრებს.
საუბარია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელის დაცვის სამსახურში მუშაობს და კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.
ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან ადასტურებს, რომ კორონავირუსით საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია ინფიცირებული.