ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა
ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით“, – წერს ანუკი არეშიძე.

შეგახსენებთ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, რის გამოც ამ ეტაპზე სასტუმრო დახურულია და იქ ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.