ანტონიუ კოშტა - მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მაგიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ
ანტონიუ კოშტა - მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მაგიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში რეკორდული აქტივობა უნგრელების დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს.

მისი თქმით, მზადაა, პარტია „ტისას“ ლიდერთან, პიტერ მაგიართან ითანამშრომლოს, რათა ევროპა უფრო ძლიერი გახადონ.

„რეკორდული აქტივობა უნგრელი ხალხის დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს. მათ თავიანთი აზრი დააფიქსირეს და მათი ნება ნათელია. მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მაგიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ“, – წერს ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ხმათა ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.