ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს
ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 47,23 პროცენტი. შედეგად, „ტისა“ 52,49 პროცენტით ლიდერობს, მმართველ პარტიას, „ფიდესს“ კი ხმების 38,83 პროცენტი აქვს.

წინასწარი შედეგებით, 199 ადგილიან პარლამენტში პარტია „ტისა“ 136 მანდატს მიიღებს, რაც უმრავლესობისთვის საჭირო 133-ზე მეტია. აღნიშნული მონაცემები უბნების 60,24 პროცენტის შედეგებს ემყარება.

რაც შეეხება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“, ის 56 ადგილს მოიპოვებს. ამომრჩეველთა ხმების დათვლა ახლაც მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80 პროცენტი შეადგინა. ეს კი 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73,51 პროცენტს აღემატება. შესაბამისად, უნგრეთის არჩევნებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.