ანტონიუ გუტერეშმა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, საწვავისა და წყლის მიწოდების აუცილებლობის შესახებ განაცხადა
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, საწვავისა და წყლის მიწოდების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მარაგი, მათ შორის, საწვავი, საკვები და წყალი უნდა შევიდეს ღაზაში. ჩვენ გვჭირდება სწრაფი და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ახლავე“, – აღნიშნა გუტერეშმა.
გუტერეშმა ასევე მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს აქტიური ჩართულობისთვის, რათა ხელი შეუწყოს ჰუმანიტრული ტვირთის ხელმისაწვდომობას.
„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ 9 სექტემბერს განაცხადა: „მე გავეცი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.