ანტონიუ გუტერეში შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთკორეელი სამხედროების რუსეთში გაგზავნისა და კონფლიქტის ზონაში შესაძლო განთავსების შესახებ - ეს იქნება უკრაინაში ომის ძალიან საშიში ესკალაცია
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთკორეელი სამხედროების რუსეთში გაგზავნის, მათ შორის, კონფლიქტის ზონაში მათი შესაძლო განთავსების შესახებ ცნობების გამო.
„ეს იქნება უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ კონფლიქტის ნებისმიერი სახით ინტერნციონალიზაციის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია გაერო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური მდივანი მხარდაჭერას უცხადებს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებისკენ გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ფხენიანმა რუსეთში უკვე გაგზავნა, სულ მცირე, 10 ათასი სამხედრო.