ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები თუ უკრაინაში შევლენ, ქვეყანამ საპასუხო დარტყმა უნდა განახორციელოს

00:50, 30.10.2024

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცები თუ უკრაინაში შევლენ, ქვეყანამ საპასუხო დარტყმა უნდა განახორციელოს.

ამასთან, ბაიდენი შეშფოთებას გამოთქვამს კურსკის რეგიონში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების ყოფნის გამო.

„მე ამ საკითხით შეშფოთებული ვარ“, – აღნიშნავს ბაიდენი კურსკის რეგიონში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

კითხვაზე, უნდა განახორციელოს თუ არა უკრაინამ საპასუხო დარტყმა ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების უკრაინაში გადასვლის შემთხვევაში, ბაიდენი პასუხობს: „დიახ, თუ ისინი უკრაინაში გადავლენ“. ​​​​​​​​​​​​​​​​

მსგავსი