ანტონიუ გუტერეში - „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას
„ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული დასაგმობი თავდასხმა ვერასდროს გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.
გუტერეშმა ომის „ფართო კონტექსტზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს მეშვეობით გადაწყვეტა „ერთადერთი რეალისტური საფუძველია ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად.
„ისრაელმა უნდა დაინახოს, რომ მათი ლეგიტიმური მოთხოვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა იყოს დაკმაყოფილებული, პალესტინელებმა კი, უნდა დაინახონ, რომ მათი ლეგიტიმური მისწრაფება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონის შესახებ რეალიზებულია“, – განაცხადა გუტერეშმა.