ანტონიუ გუტერეში - გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო პარალიზებულია გეოპოლიტიკური დაყოფით, მის სანდოობას ძირი გამოუთხარა რეზოლუციის მიღების უუნარობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკაშირებით
გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო პარალიზებულია გეოპოლიტიკური დაყოფით, მის სანდოობას ძირი გამოუთხარა რეზოლუციის მიღების უუნარობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკაშირებით, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა კატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ გლობალური ინსტიტუტები უკეთ გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის, როგორიცაა ღაზის ომი.
„ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი გაერო-ში ჩემი მანდატის განმავლობაში. სიტუაცია სწრაფად უარესდება კატასტროფისკენ, პოტენციურად შეუქცევადი შედეგებით მთლიანად პალესტინელებისთვის და მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის რეგიონში. მე არ ვიტყვი უარს ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის მცდელობაზე“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.