ანტონიუ გუტერეში - ადამიანების სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამო ღაზის სექტორში საზოგადოებრივი წესრიგი მალე მთლიანად დაირღვევა
ადამიანების სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამო ღაზის სექტორში საზოგადოებრივი წესრიგი მალე მთლიანად დაირღვევა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
„ჰუმანიტარული მდგომარეობა ომის დროს სწრაფად უარესდება და კატასტროფად გარდაიქმნება მთლიანობაში პალესტინელებისთვის შეუქცევადი შედეგებით. მსგავსი რამ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერ ფასად“, – აცხადებს გუტერეში.