ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ შეშფოთებულია ლიბანში განვითარებული დრამატული ესკალაციით
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ის ღრმად შეშფოთებულია ლიბანში განვითარებული დრამატული ესკალაციით.
„ძალადობის ეს ციკლი ახლავე უნდა შეწყდეს და ყველა მხარემ უნდა დაიხიოს უკან. მე მოვუწოდებ მხარეებს, სრულად შეასრულონ უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. ასევე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ღაზაში ცეცხლი შეწყვეტისა და იქ დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ“, – აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაურის.