ანტონიო გუტიერეში გაერო-ს წევრი ქვეყნების კონტრტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება
ისტორიაში პირველად, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში წევრი ქვეყნების კონტრტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება.
გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის, იური ფედოტოვის განცხადებით, გაეროს წევრი ქვეყნების კონტრტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელების კონფერენცია ივნისის ბოლოს, ნიუ-იორკში ჩატარდება.