ანტონიო გუტიერეში გაერო-ს წევრი ქვეყნების კონტრტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება

11:55, 25.04.2018

ისტორიაში პირველად, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში  წევრი ქვეყნების კონტრტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება.

გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის, იური ფედოტოვის განცხადებით, გაეროს წევრი ქვეყნების კონტრტერორისტული სამსახურების ხელმძღვანელების კონფერენცია ივნისის ბოლოს, ნიუ-იორკში ჩატარდება.

მსგავსი