ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზის მოსახლეობისთვის აუცილებელია ჰუმანიტარულ დახმარებაზე სწრაფი, შეუფერხებელი წვდომა
გაერო-ს გენერალურმა მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ღაზას „დახმარება სჭირდება მასშტაბურ და მდგრად საფუძველზე“.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ პრესკონფერენციაზე ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებაზე სწრაფი, შეუფერხებელი წვდომა აუცილებელია ტერიტორიის ორ მილიონზე მეტი მოსახლეობისთვის.
გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მათ უნდა შეეძლოთ დახმარების მიღება და მისი უსაფრთხოდ განაწილება.