ანტონიო გუტერეში - მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება
მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, პალესტინელებმა დაინახეს, რომ მათ მიწას მუდმივად შთანთქავდა დასახლებები და განიცდის ძალადობას, მათი ეკონომიკა დაიხრჩო, მათი ხალხი დევნილი იყო და მათი სახლები დაინგრა. ანტონიო გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს „ჰამასის“ შემზარავ თავდასხმებს და ეს საშინელი თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას.
ისრაელის წარმომადგენელმა გაერო-ში, გილად ერდანმა, გუტერეშის განცხადებებს „შოკის მომგვრელი“, „საშინელი“ და „რეგიონის რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი“ უწოდა.
„მისი კომენტარები არის ტერორიზმისა და მკვლელობის გამართლება. სამწუხაროა, რომ ასეთი შეხედულებების მქონე ადამიანი არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წარმოიშვა ჰოლოკოსტის შემდეგ“, – განაცხადა გილად ერდანმა.