ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში კონფლიქტის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და კვლავ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზის სექტორში კონფლიქტის გააქტიურების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„ეს მოიცავს ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას, რასაც თან ახლავს ინტენსიური საჰაერო დარტყმები და ისრაელის მხრიდან სარაკეტო შეტევების გააქტიურება ღაზის სექტორის მიმართულებით“, – წერია გუტერეშის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური მდივანი კვლავ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის, რათა შესაძლებელი გახდეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს მკაფიო წესებს, რომელთა იგნორირება არ შეიძლება. ეს არ არის a la carte-ს მენიუ და არ შეიძლება, რომ შერჩევით იქნას გამოყენებული“, – აცხადებს გუტერეში.