ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედი არ გამართლდა
ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედი არ გამართლდა

გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, აქვს განცდა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედი არ გამართლდა.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად იმედი საბოლოოდ დაკარგული არ არის.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა იმედი ემყარება გლაზგოში, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, რათა შენარჩუნდეს 1.5 გრადუსის ამოცანა, განხორციელდეს ხალხისა და პლანეტისთვის ფინანსების, ასევე, ადაპტაციის დაპირებები.

დიდი ოცეულის სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს მიმდინარეობდა, სადაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, გლობალურ კორპორაციულ გადასახადზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და უთანასწორობის დაძლევაზე იმსჯელეს.