ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედი არ გამართლდა

00:35, 01.11.2021

გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშის ​განცხადებით, აქვს განცდა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე მისი იმედი არ გამართლდა.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად იმედი საბოლოოდ დაკარგული არ არის.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლა იმედი ემყარება გლაზგოში, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციას, რათა შენარჩუნდეს 1.5 გრადუსის ამოცანა, განხორციელდეს ხალხისა და პლანეტისთვის ფინანსების, ასევე, ადაპტაციის დაპირებები.

დიდი ოცეულის სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს მიმდინარეობდა, სადაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, გლობალურ კორპორაციულ გადასახადზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და უთანასწორობის დაძლევაზე იმსჯელეს.

მსგავსი