ანსამბლმა „რუსთავმა“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „ჩაკრულო" შეასრულა [ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლამდე, სხდომათა დარბაზში ქართული ფოლკლორული სიმღერა „ჩაკრულო“​​ შესრულდა.

 „ჩაკრულო“​​ ​ანსამბლმა „რუსთავმა“  შეასრულა.

აღნიშნული სიმღერის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს წინაშე სიტყვით გამოდის.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მოხსენებისთვის 20 წუთი აქვს. შემდგომი 40 წუთი კი, მამუკა ბახტაძე ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა კითხვებს უპასუხებს.