ანსამბლი „ერისიონი" პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში კონცერტს ერგნეთშიც გამართავს
პროექტ Check-in Georgia 2018- ის ფარგლებში, ანსამბლი “ერისიონი” საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს. პირველი კონცერტი გურიაში გაიმართება. შემდეგ ქუთაისში, ხობში, ბათუმში, ლაგოდეხში, მარნეულსა და გარდაბანში.
„ერისიონი” კონცერტის გამართვას ერგნეთშიც აპირებს.
„საერთო ჯამში, 2018წელს 300 ღონისძიება ჩატარდება. ხელოვნების და მუსიკის სხვადასხვა დარგში, მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ქართული კულტურა და ხელოვნება”,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
საქართველოში „ჩექ-ინ ჯორჯია” წელს უკვე მესამედ ტარდება.