ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში საგასტროლოდ მიემგზავრება
ანსამბლი „ადილეი“ აშშ-ში საგასტროლოდ მიემგზავრება

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ 2 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

ანსამბლი კონცერტებს გამართავს ბოსტონში, ილიონისში, ინიდანაში, კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.

კონცერტებთან ერთად ანსამბლის წევრები ჩაატარებენ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს.

აღნიშნული ტურნეს კონცერტებსა და მასტეკლასებში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლის მეგობრები – ანა და მადონა ჩამგელიანები, სვანეთის მომღერალ სოფელ ლახუშდიდან. საგასტროლო ტურნე 28 აპრილს დასრულდება.

ანსამბლი „ადილეი“ 2012 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. ანსამბლს ჩატარებული აქვს არა ერთი კონცერტი, ვორქშოფები და სემინარები იტალიაში, ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში, გამოცემული აქვს აუდიო ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.