ანსამბლ „რუსთავის“ 60-მდე წევრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ანსამბლ „რუსთავის“ 60-მდე წევრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ანსამბლის წევრებმა აცრა ვაქცინა „ფაიზერით“, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, სპეციალურად მოწყობილ პუნქტში გაიკეთეს.
ანსამბლის წევრები და მისი ხელმძღვანელი საუბრობენ, რომ ვაქცინა პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა და მოქალაქეები აუცილებლად უნდა აიცრან.