ანრი ოხანაშვილი - ჩვენი კურსი არის შეუქცევადი დასავლეთისკენ, ევროპისკენ და შესაბამისად, ამ ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ ყოველთვის
ჩვენი კურსი არის შეუქცევადი დასავლეთისკენ, ევროპისკენ და შესაბამისად, ჩვენ ამ ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ ყოველთვის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ნეტრალიტეტზე მსჯელობას გულისხმობს.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ინტერესების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი, უნდა განვახორციელოთ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ამის სხვადასხვა ფორმატი არსებობს.
„პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის უნიკალურია სამხედრო მიუმხრობლობა.