ანრი ოხანაშილი - პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ, არასახელმწიფოებრივი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები როგორმე გადაფარონ
ანრი ოხანაშილი - პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ცდილობენ, არასახელმწიფოებრივი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები როგორმე გადაფარონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას რომელიმე პარტიასთან რაიმე გარიგება არ სჭირდება, მითუმეტეს, “ევროპულ საქართველოსთან”.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა,

ოხანაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, იმაზე იმსჯელოს, რა შეცდომები დაუშვეს და მათი არასწორი პოლიტიკა რაში გამოიხატა, საკითხის გადაფარვას სხვა თემით ცდილობენ, რაც ცუდია.

შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაუაზრებელი გადაწყვეტილებები კონკრეტულ შედეგებშია  გამოხატული და ამ ყველაფერმა ცუდი შედეგები მიიღო. საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის შეწყალებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა. საზოგადოებამ პრეზიდენტის მიერ გაუაზრებელ გადაწყვეტილებაზე ნდობა დაკარგა, რომელიც შეწყალებას ეხება. ცდილობენ, არასახელმწიფოებრივი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები როგორმე გადაფარონ. არასწორი მესიჯები გამოაგზავნეს, თითქოს, საკონსტიტუციო უმრავლესობაში რაღაც ხდება. ეს აბსურდია. საკონსტიტუციო უმრავლესობას რომელიმე პარტიასთან რაიმე გარიგება არ სჭირდება, მით უმეტეს, “ევროპულ საქართველოსთან”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება მიმდინარეობს. მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.