გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით
გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.

„საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება“,-განაცხადა აბაშიშვილმა.