ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახელმწიფოსთან შანტაჟი არავის გაუვა და ვალის გადახდა დაიწყო
როგორც ჩანს, ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახელმწიფოსთან შანტაჟი არავის გაუვა და ვალის გადახდა დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი „ომეგა ჯგუფმა“ ვალის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც სახელმწიფოს პოზიტიური თვალსაზრისით ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი. როგოც ჩანს, ოქუაშვილი მიხვდა, რომ შანტაჟი ვერავის ვერ გაუვა სახელმწიფოსთან. შესაბამისი უწყებების მხრიდან ამას ექნება შესაბამისი ადეკვატური რეაგირება, რათა არ გაჩერდეს არც ერთი საწარმო ქვეყანაში, მედიასაშუალებებმა იმუშაონ და არ გადაყვეს ეს ყველაფერი კერძო ინტერესებს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, საბიუჯეტო ვალის გადახდა აუცილებელი და სავალდებულოა.
„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო. როგორც „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პირველ არხს განუცხადა, თამბაქოს კომპანია „ოჯთ“-მ ორი მილიონი ლარი უკვე გადაიხადა და მუშაობა განაახლა.
ამასთან, „ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ აღდგენა დღის წესრიგში დგას.