ანრი ოხანაშვილი - ქალბატონი სამნიძის აღიარებამდე არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები
ქალბატონი სამნიძის აღიარებამდე ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპულ ქვეყნებში გვხვდებოდა ინფორმაცია და კონკრეტული საკითხები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორ მავნებლურ კამპანიას ეწეოდნენ კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატები ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ამას ვამბობდით ბევრად ადრე და კარგია, როდესაც ეს კიდევ ერთხელ აღიარებით სახეს იძენს კონკრეტული ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რომ გიორგი გახარია, ნინო ლომჯარია და სალომე ზურაბიშვილი ქმნიან პარტიას, ოხანაშვილმა აღნიშნა: „ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ნამდვილად ასეა. არსებობს ინფორმაციები, რომ ეს ტრიო უნდა ჩამოყალიბდეს ერთ საარჩევნო სუბიექტად. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.