ანრი ოხანაშვილი - ნინო გვენეტაძე წლების განმავლობაში ჩართული იყო აკადემიურ საქმიანობაში და თსუ-ში პრორექტორად მის დანიშვნას მივესალმები
ნინო გვენეტაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დანიშვნას მივესალმები, რადგან ის წლების განმავლობაში ჩართული იყო აკადემიურ საქმიანობაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„მე მას ვიცნობ, პირველ რიგში, როგორც პროფესორს და შესაბამისად, მისთვის უცხო არ უნდა იყოს აკადემიური საქმიანობა. წარმატებას ვუსურვებ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური, წაადგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკრეტულ მიმართულებებს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციის განცხადებას, რომ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, ანრი ოხანაშვილი სპეკულაციას უწოდებს.
ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად გუშინ დაინიშნა.