ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკიდან“ წასვლის საკითხზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკიდან“ წასვლის საკითხზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკიდან“ წასვლის საკითხზე კომენტარის გაკეთებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრმა განცხადება გააკეთოს საფინანსო დაწესებულების შესაბამისი პირის წასვლის ან არწასვლის თაობაზე. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ კონსულტაცია ჰქონდეს, შესაბამისი ფორმატები არსებობს, ამაზე ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.