ანრი ოხანაშვილი - ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეები, რომელთაც საზოგადოებაში კარგი რეიტინგი აქვთ
ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, სიაში იქნებიან ახალი საარჩევნო სახეები, ვისაც საზოგადოებაში აქვს კარგი რეიტინგი, პოზიტიური განწყობა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ადამიანები გაამდიდრებენ ჩვენს გუნდს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მომდევნო კვირას, „ქართული ოცნება“ დაასახელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს.
„ძალიან მალე გაიგებს ჩვენი საზოგადოება თითოეულ იმ გვარს, ვინც შეეცდება, რომ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს. ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, რომლებიც არიან გამოცდილები, კვალიფიციურები, საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ, იქნებიან ახალი სახეები, ვისაც საზოგადოებაში აქვს კარგი რეიტინგი, პოზიტიური განწყობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები გაამდიდრებენ ჩვენს გუნდს.