ანრი ოხანაშვილი - ბიბლიოთეკაში შტაბს ხსნის პოლიტიკური გუნდი, რომელიც სისტემურ დანაშაულთან ასოცირდებოდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გუნდი, რომელიც სისტემურ დანაშაულთან ასოცირდებოდა, ბიბლიოთეკაში შტაბს ხსნის.
ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნას გამოეხმაურა.
„საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში წიგნები, ის დასკვნები და რეკომენდაციები თუ უდევთ, რომელიც თავის დროზე შეიმუშავა სახალხო დამცველმა, პარლამენტმა, საერთაშორისო პარტნიორებმა იმის თაობაზე, რომ მათ ჰყავდათ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი და ა. შ. საინტერესოა, ასეთი ინფორმაცია თუ მოიძებნება ამ ბიბლიოთეკაში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, როცა მათი სტრატეგია აგებული იყო პროპაგანდაზე, თითქოს დემოკრატიული ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა რეალურად ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა. ესეც სიმბოლურია – ეს ადამიანები ბიბლიოთეკაში ხსნიან შტაბს, ხოლო მათი პროპაგანდა ისევ იქნება ძალადობრივი და რევანშისტული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.